მისია:

ხარისხიანი მშენებლობა.

 

ღირებულებები:

 

უსაფრთხოება

საბაში მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოება და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ თანამედროვე სამუშაო გარემო, სადაც დაცული იქნება ყოველი თანამშრომლის უსაფრთხოება

 

თანამშრომლები

ნებისმიერ თანამშრომელს საბაში აქვს თანაბარი კარიერული წინსვლის საშუალება. ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ, დავასაქმოთ და მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური პერსონალი  და დავაჯილდოვოთ ისინი საქმის ეფექტური შესრულებისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ გულწრფელობა სამუშაოს შესრულების ადეკვატურად შეფასების საფუძველია. ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ ჩვენს პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.

 

ხარისხი

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქმიანობის უმაღლესი ხარისხით და ვცდილობთ ყველა ჩვენს პროექტს ჰქონდეს საბას ხელწერა, რომელიც გამოიხატება მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებასა და პროექტების ხარისხიანად შერულებაში.

 

ინოვაცია

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციური მეთოდები პროექტების უფრო ეფექტურად შესრულებისათვის. ჩვენ არ გვეშინია მივიღოთ გამოწვევები, რადგან სწორედ ეს გამოწვევბი გვეხმარება ვაქციოთ ისინი სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებად.

 

სპეციალიზაცია 

  • სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა
  • მელიორაციის სისტემების მშენებლობა 
  • სადრენაჟე და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა 
  • გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 
  • სამოქალაქო მშენებლობა